
მომღერალი ეკა მამალაძე „კოტკასტის“ სტუმარი იყო, სადაც დედასა და არისტოკრატ ბებიაზეც ისაუბრა.
მომღერალი ამბობს, რომ სახლში ნანი ბრეგვაძის სახით „ძალიან საშინელი კონტროლიორი“ ჰყავს:
„ნანის ჩემს ნამღერში არაფერი მოსწონს, ძალიან კრიტიკულია.
მე გადარჩენილი ვარ, ისევ ჩემი ხასიათი დამეხმარა, შეიძლებოდა ჩემი თავის არ დამეჯერებინა, რადგან ისეთი მეტრი გყავს გვერდით. დიდი ადამიანების შვილები ყოველთვის ძალიან დაჩაგრულები და დაკომპლექსებულები არიან.
ბებიას ჰქონდა სხვა აქცენტები, მაგალითად, ჯანსაღი კვება, მოვლა, არ წასვლა სადღაც. გართულება ჰქონდა წესიერებაზე, ჩემზე უფრო ვერ იმუშავა, რადგან დედაჩემთან პირად ცხოვრებაში ძალიან ჩართული იყო. ძალიან ლაღი, სწორი ქალი იყო. ბევრი რაღაც მასწავლა, სტუმრიანობა. უყვარდა კომპლიმენტები. თანამედროვეც იყო, ჩემი და ნანის ჩაცმულობა მოსწონდა, კერავდა.
დედა სულ მეჩხუბება, არ გინდა ასე, ამას ნუ აკეთებ, ნანი სახლში მყავს საშინელი კონტროლიორი, მერე ვეჩხუბები: „დამანებე თავი“ და მეუბნება: „კარგი დედა, მაგრამ მე ხომ შენიანი ვარ“.
კვებას რაც შეეხება, ჭამის დროს დედაჩემი ისეთი თვალებით მიყურებს, ლუკმას ვეღარ გადავყლაპავ. ძალიან არ მოსწონს.
დედაჩემი სულ მეუბნება: „სუფრიდან გამძღარი არასდროს ადგე“ მართალიცაა", - ამბობს ეკა მამალაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე