რეზონანსი
12.12.2025

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ამანათებისა და ტვირთების გადამზიდი კომპანია შპს „ბარამი ლოჯისტიკსი“ დააჯარიმა.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, ჯარიმის ოდენობა 8 000 ლარამდეა და საკითხი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას, კერძოდ, კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებაში უსამართლო სტანდარტული პირობების გათვალისწინებას, უმოქმედობით გამოხატულ შეცდომაში შემყვან კომერციულ საქმიანობასა და მომსახურების ნაკლოვანი შესრულების ფაქტს ეხება.

„GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს ევალებოდა - ერთი თვის ვადაში სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოეყვანა და მომხმარებლის დარღვეული უფლებები აღედგინა, რაც კომპანიის მხრიდან არ შესრულებულა. დაჯარიმების პროცედურას სააგენტო იწყებს მაშინ, როდესაც დარღვევის დადასტურების შემდეგ კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2 %-ს. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს და 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის განმეორება დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას იწვევს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×