რეზონანსი
12.12.2025

საქართველოს პრორუსი მმართველი მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირელ და ამერიკელ პარტნიორებს და მეგობრობს ავტოკრატებთან, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ზურაბიშვილი აქვეყნებს ფოტოებს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარე ფორუმიდან, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც ესწრება.

შეგახსენებთ, ღონისძიებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდა, თურქმენეთის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ერაყის პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის, უნგრეთისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრებიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×