რეზონანსი
12.12.2025

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა ილონ მასკის განცხადებას, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუროკრატია აკონტროლებს ევროპას, რაც მოსახლეობას დემოკრატიას ართმევს“.

„წლების განმავლობაში ჩვენ არა მარტო განვაცხადეთ, არამედ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით, რომ თუ ხარ არასამთავრობო ორგანიზაცია და ამბობ, რომ მხოლოდ კეთილი მიზნები გამოძრავებს და შენ არ ხარ დაკავებული პოლიტიკური მიზნების განხორციელებით, იყავი ღია, ტრანსფარენტული და შენი ფინანსები, დაფინანსების წყაროები, პროგრამები თუ პროექტები, რაშიც ეს უნდა დაიხარჯოს, იყოს ღია. ამის გამო ჩვენ გვითხრეს, რომ თქვენ არ ხართ ევროპელები“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×