რეზონანსი
12.12.2025

ახალი მესიჯი მოვიდა ალბათ ბრიუსელიდან, რომ ამაზე უნდა ატყდეს აჟიოტაჟი, ამით უნდა გაიხსნას ოპოზიციური მედიასაშუალებების საინფორმაციოები და დღის წესრიგი აეგოს ამაზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ.

წამყვანმა კითხვა დაუსვა თურქმენეთში გამართულ ფორუმზე ირაკლი კობახიძისა და ვლადიმერ პუტინის ერთად გადაღებულ საერთო ფოტოსთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე.

„[ოპოზიციის გამოხმაურებები ფორუმზე] არის იმ ისტერიის გაგრძელება, რაც საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში არაერთხელ გვინახავს. პრემიერ-მინისტრმა მთავარი გზავნილი ამ ფორუმზე რაც გააჟღერა იყო ის, რომ საქართველოს უძველესი ტერიტორიები ოკუპირებულია და ეს ყველაფერი მოისმინა ვლადიმერ პუტინმა. ხშირად გვდებდნენ ბრალს იმაში, რომ პრორუსული ხელისუფლება ვიყავით, თუმცა საქართველოს ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელმაც ყველაზე მეტად ისეთი ნაბიჯებით წარმართა თავისი პოლიტიკა, რომელიც არ აწყობდა პირველ რიგში რუსეთს. მათ ხელშემწყობად ჰყავდათ სააკაშვილი, რომელიც მარტივად პროვოცირებდა გარკვეულ სიტუაციებში. შემდეგ ყველას გვახსოვს 2008 წლის მოვლენები.

რაც შეეხება ამ ისტერიას, საქართველოს მოსახლეობა მიეჩვია ალბათ უკვე ამ ყველაფერს. ახალი მესიჯი მოვიდა ალბათ ბრიუსელიდან, რომ ამაზე უნდა ატყდეს აჟიოტაჟი, ამით უნდა გაიხსნას ოპოზიციური მედიასაშუალებების საინფორმაციოები და დღის წესრიგი აეგოს ამაზე“, - აღნიშნა ხელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×