რეზონანსი
12.12.2025

დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვია ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის ფრონტის ხაზს, რომელთან დაკავშირებითაც კრემლი არაერთხელ ირწმუებოდა, რომ ქალაქი რუსულ სამხედროებს ეკავათ.

"დღეს კუპიანსკის ფრონტზე ვარ ჩვენს ჯარისკაცებთან, რომლებიც აქ აღწევენ მიზნებს უკრაინის სასიკეთოდ. რუსები ბევრს საუბრობდნენ კუპიანსკზე – ჩვენ ვხედავთ, რა არის რეალობა. მე აქ ვიყავი, მივულოცე ბიჭებს. მადლობას ვუხდი ყველა ქვედანაყოფს, ყველას, ვინც აქ იბრძვის, ყველას, ვინც ანადგურებს ოკუპანტს.

დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია ფრონტზე შედეგების მიღწევა, რათა უკრაინამ მიაღწიოს შედეგებს დიპლომატიაში. ზუსტად ასე მუშაობს: ყველა ჩვენი ძლიერი პოზიცია ქვეყნის შიგნით ნიშნავს ძლიერ პოზიციებს ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში. მადლობას ვუხდი თითოეულ ჯარისკაცს. მე თქვენით ვამაყობ. მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა სახმელეთო ძალებს – დღეს თქვენი დღეა. მადლობა, ბიჭებო", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

უკრაინა დღეს სახმელეთო ძალების დღეს 12 აღნიშნავს.

ცნობისთვის, ნოემბრიდან მოყოლებული, რუსეთის საოკუპაციო ძალები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ აიღეს ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი, მაშინ როდესაც უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ აგრძელებენ ქალაქის შენარჩუნებას.

12 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა კუპიანსკის მახლობლად წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს და ქალაქში რუსული დაჯგუფება ალყაში მოაქციეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×