
მიმდინარე წლის ოქტომბერში თბილისში 1 კვ.მ საცხოვრებელი ბინის საშუალო ქირის ფასი 10.1 დოლარი იყო. „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით ფასები 4.2%-ით გაიზარდა, 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით კი ფასები უცვლელია.
„2025 წლის ოქტომბერში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ.) ქირის ფასი თვიურად 4.2%-ით გაიზარდა და კვადრატულზე 10.1 აშშ დოლარი შეადგინა, ქირის ამონაგებმა კი 9.0%-ს მიაღწია“, - ვკითხულობთ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში უბნების მიხედვით ფასები ყველაზე მაღალი ვაკეში იყო, ყველაზე დაბა.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის ოქტომბერში 1 კვ.მ-ის საშუალო გასაქირავებელი ფასი თბილისში უბნების მიხედვით ასეთი იყო:
მთაწმინდა - 12.3 დოლარი;
ვაკე - 15.3 დოლარი;
ჩუღურეთი - 9.5 დოლარი;
საბურთალო - 11.7 დოლარი;
კრწანისი - 10.2 დოლარი;
დიდუბე - 9.5 დოლარი;
ისანი - 10.2 დოლარი;
ნაძალადევი - 9.5 დოლარი;
სამგორი - 8.4 დოლარი;
დიდი დიღომი - 8.8 დოლარი;
გლდანი - 8.1 დოლარი;
ვაშლიჯვარი - 8.6 დოლარი.