
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯონ კოულს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ლუკაშენკომ კოულს ბელარუსის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
„ჯონ, გილოცავ დანიშვნას. ახლა შენ ბელარუსის საკითხებში მთავარი პირი ხარ ჩვენთან. გადაეცი ტრამპს, რომ ჩვენ ამასთან დაკავშირებით რამე უნდა გავაკეთოთ. და ჩვენ გავაკეთებთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე დადებითად შეაფასა დონალდ ტრამპის პოლიტიკა.
„ჩვენ ბევრი განსახილველი საკითხი გვაქვს. მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება, ჩნდება ახალი პრობლემები, რომლებიც თქვენთან უნდა განვიხილოთ. შესაძლოა, რაღაც საკითხები გადავწყვიტოთ კიდეც“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები ხვალაც გაგრძელდება.