რეზონანსი
12.12.2025

რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.

პარლამენტთან შეკრებილნი არიან მოქალაქეები, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ აქციაზე მოქალაქეები აპროტესტებენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობას თურქმენეთში გამართულ მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ ფორუმში, რომელსაც ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სხვა ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ.

აქციაზე იმყოფება საქართველო მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც დღეს მოქალაქეებს პროტესტისა და ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ დღეს ამოქმედდა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვები, რაც საფეხმავლო გზებზე გამართულ აქციებს ეხება.

ჯერ-ჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა დღეს ტრადიციული მსვლელობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×