
ახალი რეალობა და გარდაუვალი ცვლილებები ევროკავშირში - ჩეხეთის ახალი პრემიერი ღიად ამბობს, რომ ევროპა ბრიუსელი არ არის და ქვეყნებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ საკუთარი პოლიტიკა თავადვე მართონ.
"ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ევროპა არა გარეშე პირებისგან, არამედ იმ ეგრეთწოდებული შინაურებისგან, რომლებმაც დაივიწყეს, რომ ევროპა ევროპაა. ევროპა არ არის ბრიუსელი, ეს არის პრაღა, ვარშავა, ბუდაპეშტი, რომი, პარიზი, მადრიდი. ეს არის მოქალაქეების ხმა, რომელთაც სურთ, რომ მათი ხმა ისმოდეს. ეს არის ერების უფლება, მართონ საკუთარი თავი. ეს არის ოჯახების უფლება, აღზარდონ შვილები იდეოლოგიური ჩარევის გარეშე და არასდროს დაგვავიწყდეს, რომ ევროპა, რომელიც თავის ხალხს ივიწყებს, არის ევროპა მომავლის გარეშე.
დაიწყო პატრიოტების ეპოქა, რადგან ჩვენ გვინდა ევროპის გადარჩენა. მოდით, ერთად დავდგეთ, როგორც პატრიოტები. ვიბრძოლოთ ევროპისთვის, რომელსაც ჩვენი შვილები იმსახურებენ. ეს არის თავისუფლების, სუვერენიტეტის, ოჯახის, ჩვენი მომავლის საქმე," - აცხადებს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში.