რეზონანსი
13.12.2025

იტალიაში მთავრობის 2026 წლის ბიუჯეტის წინააღმდეგ გაფიცვა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, ბიუჯეტი უფრო მეტად მიმართული იქნება თავდაცვის სფეროს დაფინანსებისკენ. პროფკავშირები კი მთავრობას მოუწოდებენ, მეტი ინვესტიცია ჩაიდოს ჯანდაცვასა და განათლებაში, ასევე მიღებული იყოს ზომები ხელფასებისა და პენსიების გასაზრდელად.

იტალიის უმსხვილესი პროფკავშირის, CGIL-ის შეფასებით, გაფიცვაში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომელთა დაახლოებით 61% მონაწილეობდა. მათივე განცხადებით, გაფიცვამ აჩვენა, რომ საჭიროა ცვლილებები.

დემონსტრანტების თქმით, ახალი ბიუჯეტი „აუარესებს ადამიანების ცხოვრებისა და სამუშაო პირობებს“. მთავრობა კი აცხადებს, რომ ბიუჯეტი ამცირებს გადასახადებს საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×