რეზონანსი
13.12.2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 4 მაისს, თბილისში, ღრმაღელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, სამ პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო ორის სიცოცხლის შენარჩუნება დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მეორე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×