რეზონანსი
13.12.2025

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში, 34 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია, მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. კაცს მისი ოჯახის წევრებმა მიაკვლიეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ის ცოტა ხნის წინ საფრანგეთში იმყოფებოდა, თუმცა მალევე დაბრუნდა საქართველოში.

მათივე თქმით, ის მუდმივად დასაქმებული იყო და რაიმე საეჭვო ქცევა მისთვის არ შეუნიშნავთ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მამაკაცს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×