
"დღეს ძალაში შევიდა უკრაინის მიერ თითქმის 700-ზე მეტი საზღვაო გემის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რომლებსაც რუსები ომის დასაფინანსებლად იყენებენ", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
"ეს რუსული ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ნავთობისა და სხვა ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტირებას ახორციელებს და ომის გახანგრძლივებისთვის თანხებს უზრუნველყოფს.
ეს არის სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი იმ ტანკერებისა და გემების წინააღმდეგ, რომლებიც აგრესიას ემსახურებიან. პაკეტში შედიან არამხოლოდ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, არამედ არამედ სხვა სახელმწიფოების - კერძოდ, 50-ზე მეტი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდებიც.
ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორების მიერ დაიბლოკოს თითოეული ეს გემი, თითოეული გემთმფლობელი კომპანია და რუსული ნავთობისა და სხვა ენერგეტიკული ექსპორტის მთელი ინფრასტრუქტურა. ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსული ენერგეტიკული რესურსების ექსპორტში ჩართული გემებისთვის საზღვაო მომსახურების მიწოდების სრული აკრძალვის კონცეფციას. რუსეთზე ზეწოლა და დიპლომატია ომის დასასრულებლად უნდა მუშაობდეს ერთმანეთთან მჭიდროდ, რათა მიღწეულ იქნას საჭირო შედეგი. რუსეთმა უნდა შეაჩეროს ომი, რომელიც თავად დაიწყო და გრძელდება. მადლობა ყველას, ვინც უკრაინასთანაა! - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში.