რეზონანსი
13.12.2025

UFC-ის ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში დრა­მა­ტუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბია - ჯორ­ჯი­ნა ბა­დე­ლიმ გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა და თო­ფუ­რი­ას ქო­ნე­ბის 50%-ს ითხოვს.

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი UFC-ში, ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ილია თო­ფუ­რია, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ მსუ­ბუქ ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა, ოქ­ტა­გო­ნის გა­რეთ ახა­ლი, უმ­ძი­მე­სი ბრძო­ლის წი­ნა­შე დგას. ეს­პა­ნურ და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ილი­ას მე­უღ­ლე, ჯორ­ჯი­ნა უზტუ­გა­ი­ტი ბა­დე­ლი გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე სარ­ჩე­ლით მი­მარ­თავს სა­სა­მარ­თლოს და, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თო­ფუ­რი­ას ქო­ნე­ბის 50%-ის და­უფ­ლე­ბას აპი­რებს.

ურ­თი­ერ­თო­ბის და­სას­რუ­ლი და ქო­ნებ­რი­ვი დავა

რო­გორც ცნო­ბი­ლია, წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში დას­რულ­და, რა­საც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ერ­თმა­ნე­თის გა­მო­წე­რის გა­უქ­მე­ბას ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბის წაშ­ლა მოჰ­ყვა. ილია თო­ფუ­რი­ამ თა­ვა­დაც აღ­ნიშ­ნა პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ, რის გა­მოც მისი ოქ­ტა­გონ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა (სა­ვა­რა­უ­დოდ, იან­ვრის ბრძო­ლა პიმბლეტ­თან) გა­და­ი­დო.

თუმ­ცა, რო­გორც ამე­რი­კუ­ლი სპორ­ტუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი იტყო­ბი­ნე­ბი­ან, ჯორ­ჯი­ნა ბა­დელ­მა გა­და­წყვი­ტა, ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ე­ფორ­მე­ბი­ნა და გან­ქორ­წი­ნე­ბა მო­ე­თხო­ვა. სარ­ჩე­ლის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა კი თო­ფუ­რი­ას აქ­ტი­ვე­ბის ნა­ხე­ვა­რია.

"ჩემი პრობ­ლე­მა ის იყო, რომ მინ­დო­და მწვერ­ვალ­ზე ამეყ­ვა­ნა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არ სურ­დათ ჩემი მწვერ­ვალ­ზე ნახ­ვა" - ეს იყო ერთ-ერთი მი­ნიშ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ილია თო­ფუ­რი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ა­კე­თა გან­შო­რე­ბის პე­რი­ოდ­ში.

2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ნა­ხე­ვა­რი?

ილია თო­ფუ­რი­ას ქო­ნე­ბა ამ­ჟა­მად და­ახ­ლო­ე­ბით 2 მი­ლი­ონ აშშ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. ვი­ნა­ი­დან ილი­ას კა­რი­ე­რუ­ლი პიკი და ყვე­ლა­ზე დიდი შე­მო­სა­ვა­ლი სწო­რედ ბოლო პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა (გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც ჩარლზ ოლი­ვე­ი­რა და­ა­მარ­ცხა და ჩემ­პი­ო­ნი გახ­და), ეს პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს გაგ­რძელ­დეს.

წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, წყვი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 7-8 წელი ხვდე­ბო­და ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მხო­ლოდ 2024 წელს და­ქორ­წინ­და. მათი ქორ­წი­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წელი გაგ­რძელ­და.

ოქ­ტა­გო­ნი vs. სა­სა­მარ­თლო

ინ­ფორ­მა­ცია გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ვრცელ­დე­ბა იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ილია თო­ფუ­რია მსუ­ბუ­ქი წო­ნის ტი­ტუ­ლის დაც­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ვრცელ­დე­ბა ხმე­ბი, რომ "მა­ტა­დო­რის" დაბ­რუ­ნე­ბა ოქ­ტა­გონ­ზე 2026 წლის მარტ-აპ­რილ­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

სპორ­ტუ­ლი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის და ქო­ნებ­რი­ვი და­ვის პრო­ცე­სი ილი­ას­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა იქ­ნე­ბა, რად­გან ასეთ დროს ფო­კუ­სი­რე­ბა მომ­ზა­დე­ბა­ზე რთუ­ლია.

ილია თო­ფუ­რი­ა­სა და ჯორ­ჯი­ნა უზტუ­გა­ი­ტი ბა­დელს ერთი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ, რომ­ლის მე­ურ­ვე­ო­ბის სა­კი­თხიც ასე­ვე გან­ქორ­წი­ნე­ბის პრო­ცეს­ში უნდა გა­და­წყდეს.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×