რეზონანსი
14.12.2025

სტიქია შიდა ქართლში - ძლიერი ქარის შედეგად, ქალაქ ხაშურსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები და რამდენიმე ლოკაციაზე წაიქცა ხეები. ამის შესახებ ინფორმაიას "ქართლი ამბები" ავრცელებს.

ხაშურის მერიის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობებით გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მოქალაქეთა ოპერატიული დახმარების მიზნით, მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 0368 24 15 02.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×