რეზონანსი
14.12.2025

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის ხელმძღვანელობით შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე მიმდინარე მუშაობის საკითხი განიხილეს, - ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეს უკრაინის მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტია და ევროპა მათ გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენი ხანიც სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევას დასჭირდება.

„მათ ასევე განიხილეს ბოლოდროინდელი პროგრესი რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივების მობილიზების კუთხით“, - აღნიშნულია პრესრელიზში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×