რეზონანსი
14.12.2025

ევროპა ავსტრალიასა და ებრაულ თემებს ყველგან უჭერს მხარს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„შოკირებული ვარ ბონდი-ბიჩზე მომხდარი ტრაგიკული თავდასხმით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებსა და ახლობლებს. ევროპა ავსტრალიასა და ებრაულ თემებს ყველგან უჭერს მხარს. გაერთიანებულები ვართ ძალადობის, ანტისემიტიზმისა და სიძულვილის წინააღმდეგ“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ავსტრალიაში მომხდარ სროლას ასევე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასიც.

„შოკირებული ვარ ავსტრალიაში, ბონდი-ბიჩზე, ხანუქას დღესასწაულზე მომხდარი სროლის შემზარავი კადრებით. ებრაული თემის წინააღმდეგ ძალადობის ეს საშინელი აქტი ცალსახად უნდა დაიგმოს. ავსტრალია ევროპის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია და ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრალიელ ხალხს“, - წერს კაია კალასი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×