რეზონანსი
14.12.2025

უკრაინამ უარი თქვა NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების ამბიციაზე დასავლური უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, რაც რუსეთთან ომის დასრულების მიზნით კომპრომისს წარმოადგენს, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წინ.

Reuters-ის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი გარდატეხაა უკრაინისთვის, რომელიც იბრძოდა NATO-ში გაწევრიანებისთვის, რომელსაც რუსეთის თავდასხმებისგან დაცვის საშუალებად განიხილავდა. ალიანსში მისწრაფება ქვეყნის კონსტიტუციაშია გათვალისწინებული.

მედიის ცნობით, NATO-კენ სწრაფვაზე უარის თქმა, ასევე შეესაბამება რუსეთის ერთ-ერთ საომარ მიზანს, თუმცა, კიევი ჯერჯერობით მტკიცედ ეწინააღმდეგება მოსკოვისთვის ტერიტორიების დათმობას.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ აშშ-ის, ევროპისა და სხვა პარტნიორების უსაფრთხოების გარანტიები, NATO-ის წევრობის ნაცვლად, უკრაინის მხრიდან კომპრომისს წარმოადგენდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×