რეზონანსი
15.12.2025

4 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. ეს იყო შეტევა პრეზიდენტის სასახლეზე, რასაც ადეკვატური პასუხი გაეცა, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრალდებულები კანონის წინაშე აგებენ პასუხს.

„ეს იყო გარედან კარგად დაფინანსებული და მართული პროცესი, რომელსაც სახელმწიფომ შესაბამისი პასუხი გასცა. ბრალდებულები კანონის წინაშე აგებენ პასუხს. კითხვები არ არსებობს და ნებისმიერი მცდელობა, რომ სისხლის სამართლის ეს საქმე გადაყვანილი იყოს პოლიტიკურ განზომილებაში, არის მცდელობა, გარე ძალების მხრიდან სამართლებრივი პროცესის პოლიტიზება მოხდეს, რადგან რამენაირად გადაარჩინონ ის, ვინც გარედან იმართებოდა“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×