რეზონანსი
15.12.2025

ზემო აჭარაში დიდთოვლობის შედეგად შექმნილ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობენ. ხულოს მუნიციპალიტეტში ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა თოვლის საფარისგან გაწმენდილია, ამ ეტაპზე კი შიდა სასოფლო გზების გაწმენდა გრძელდება.

სამუშაოებში ჩართულია სპეციალური ტექნიკა. გზებზე გადაადგილება შესაძლებელია ზამთრის სეზონისთვის შესაბამისი საბურავებით.

უამინდობის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის ნაწილს დენი უკვე მიეწოდება, ხოლო აღდგენითი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

წყარო: megatv.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×