რეზონანსი
15.12.2025

ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო უკან იხევს, ისე როგორც არცერთი სხვა ქვეყანა, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კოსი აცხადებს, მას იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპულ გეზს დაუბრუნდება.

„ჩვენ ველოდებით, რომ თუ ქვეყანას სურს წინ წაწევა ევროპულ გზაზე, მაშინ ისინი განსხავავებულად უნდა მოიქცნენ. ეს ეხება მთავრობას. და, ცხადია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, რადგანაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია – არა მხოლოდ იმედის მიცემა ხალხისთვის, არამედ ასევე მთავრობისთვის იმის სათქმელად, რომ არ არის სწორი, როდესაც ისინი არ ითვალისწინებენ, რა სურს ხალხს. საქართველოზე საუბრისას მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გეზს. თუმცა ეს მათ ხელშია“, – განაცხადა მარტა კოსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×