რეზონანსი
15.12.2025

პუტინი დონბასს თუ მიიღებს, ის აუცილებლად გააგრძელებს მთელი უკრაინის დაპყრობას, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომამდე მედიასთან განაცხადა.

„უნდა გვახსოვდეს, თუ რატომ სურთ ქვეყნებს ნატო-ში გაწევრიანება – რადგან მათ არ სურთ, რომ რუსეთი მათ თავს დაესხას. სწორედ ამიტომ შეუერთდნენ შვედეთი და ფინეთი ნატო-ს. სწორედ ამიტომ შეუერთდნენ ბალტიის ქვეყნები ნატო-ს, რათა ჰქონდეთ ეს თავდაცვითი ქოლგა. ახლა, თუ ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ან გამორიცხულია, მაშინ ჩვენ უნდა ვნახოთ, რა არის უსაფრთხოების ხელშესახები გარანტიები. ეს არ შეიძლება იყოს დოკუმენტები ან დაპირებები. ეს უნდა იყოს რეალური ჯარები, რეალური შესაძლებლობები, რათა უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა. უნდა გვესმოდეს, რომ დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის. თუ ის დონბასს მიიღებს, მაშინ ციხესიმაგრე დაეცემა და შემდეგ ის აუცილებლად გააგრძელებს მთელი უკრაინის დაპყრობას. და თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ სხვა რეგიონებიც საფრთხეში აღმოჩნდებიან. ეს ისტორიიდან ვიცით და ისტორიიდან უნდა ვისწავლოთ“, – განაცხადა კაია კალასმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×