რეზონანსი
15.12.2025

ლიბერთი, ლოიალობის განვითარების მიმართულებით, აგრძელებს მომხმარებლებზე  ზრუნვას და მთელი ქვეყნის მასშტაბით მსხვილ პარტნიორ კომპანიებთან  ერთად სოციალური, მასშტაბური პროგრამების განხორციელებას.

ამჯერად, ლიბერთიმ ლოიალობის მიმართულებით  ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია დაიმეგობრა და ლიბერთის  სოციალური ბარათის მფლობელებისთვის,  გორგიას ყველა ფილიალში, შერჩეულ პროდუქციაზე  განსაკუთრებული შეთავაზება ამოქმედდა.

ლიბერთის და გორგიას  ერთობლივი, სპეციალური სოციალური ინიციატივის ფარგლებში,  ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები,  გორგიას ნებისმიერ ფილიალში, მთელი ქვეყნის მასშტაბით,  შერჩეულ პროდუქციაზე 30%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მცხოვრები ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელისთვის,   გორგიაში 30%-მდე ფასდაკლებით სარგებლობა, ლიბერთის სოციალური ბარათით მხოლოდ ლიბერთის პოს ტერმინალზე გადახდის შემთხვევაშია შესაძლებელი. 

ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები  მთელი წლის განმავლობაში, გორგიას მიერ დაანონსებული სეზონური აქციებით და  მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სპეციალური შეთავაზებითაც  ისარგებლებენ. 

ლიბერთი, ლოიალობის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, სოციალური პროექტების გაფართოვებაზე მუდმივად ზრუნავს და ახალი პარტნიორების დამატებით, კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანს ხდის შეთავაზებებს უფროსი თაობის ადამიანებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×