რეზონანსი
16.12.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (BBC) წინააღმდეგ 10 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელი შეიტანა, რომელიც 2024 წელს მომზადებულ დოკუმენტურ ფილმ „პანორამას“ ეხება, სადაც მისი 2021 წლის 6 იანვრის გამოსვლის სიტყვები დამახინჯებული იყო. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

სარჩელში ტრამპი BBC-ს ბრალს სდებს ცილისწამებასა და უსამართლო სავაჭრო პრაქტიკაში, რამაც ადამიანები შეცდომაში შეიყვანა. თითოეული დარღვევისთვის ტრამპი ანაზღაურების სახით 5 მილიარდ დოლარს ითხოვს. თეთრი სახლის ლიდერმა სარჩელი ფლორიდის სამხრეთ ოლქის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა. მოპასუხეები BBC და BBC Studio Production-ი არიან.

„ოდესღაც პატივსაცემმა, ხოლო ახლა შერცხვენილმა BBC-მ პრეზიდენტ ტრამპს ცილი დასწამა განზრახ, ბოროტად და მისი გამოსვლა გააყალბა, რათა 2024 წლის არჩევნებში ჩარეულიყო. BBC-ი პრეზიდენტ ტრამპის მოღვაწეობის გაშუქებისას დიდი ხანია ატყუებს საკუთარ აუდიტორიას, და ეს ყველაფერი მისი მემარცხენე პოლიტიკური დღის წესრიგის გამო ხდება. პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი სარჩელი პასუხისმგებლობას დააკისრებს BBC-ს ცილისწამებისთვის და არჩევნებში ჩარევისთვის ზუსტად ისე, როგორც პასუხისგებაში მიეცნენ სხვა ყალბი ახალი ამბების გამავრცელებელი მედიები“, - ციტირებს Fox News-ი ტრამპის იურიდიული გუნდის ერთ-ერთ წარმომადგენელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×