რეზონანსი
16.12.2025

გასულ წელს ევროკავშირიდან ლატვიის გავლით, რუსეთში თითქმის ორი ათასი ტონა ნატურალური კაუჩუკი იქნა ექსპორტირებული - ამის შესახებ ლატვიის ტელევიზიის ( LTV ) გადაცემა De facto იუწყება.

გადაცემაში საუბარია იმაზე, რომ რუსეთში ნატურალური კაუჩუკი სხვა დანიშნულებასთან ერთად, ასევე გამოიყენება სამხედრო თვითმფრინავების წარმოებაში.

"როგორც უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების საბჭომ გამოავლინა, ევროკავშირიდან რუსეთში ნატურალური კაუჩუკის მიწოდების ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი პირდაპირ ლატვიაზე გადიოდა. რუსეთში ეს კაუჩუკი ასევე გამოიყენება სამხედრო თვითმფრინავების საბურავების წარმოებაში", - ნათქვამია De facto-ს სიუჟეტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×