რეზონანსი
16.12.2025

საიამ "ნაციონალური მოძრაობის" დასაცავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება საქართველოს პარლამენტის წევრების კონსტიტუციურ სარჩელზე.

კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია პოლიტიკური პარტიების: "ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ძლიერი საქართველო - ლელო" აკრძალვა.

საია მოსაზრებაში აფასებს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის უკიდურესი ფორმის შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს და ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოს. სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა მიმდინარეობს არსებითად მძიმე პოლიტიკური კონტექსტის პირობებში, აღნიშნავს ორგანიზაცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×