რეზონანსი
16.12.2025

გორის სასწრაფო დახმარებისბრიგადამ 75 წლამდე ქალის სიცოცხლე გადაარჩინა. შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" წერს.  

გორის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადას გადაეცა გამოძახება მოტივით - ტკივილი გულმკერდის არეში.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას დახვდა 75 წლამდე ქალბატონი, რომელიც უჩიოდა გულმკერდში სიმძიმის შეგრძნებასა და ტკივილს, ირადიაციით მარცხენა ზედა კიდურში.

"პაციენტი ანამნეზში ქრონიკული დაავადებებს აღნიშნავდა, ასევე კორონარულ სტენტირებას და შუნტირებას. ანამნეზის სრულყოფილი შეკრების და პაციენტის ჩივილების საფუძველზე პარამედიკოსმა დალილა ემილიანოვმა მწვავე კორონარულ სინდრომზე მიიტანა ეჭვი, რაც დადასტურდა ელექტროკარდიოგრამაზე ასახული მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის სურათით.

სამედიცინო ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს შესაბამისი დახმარება.

პაციენტი კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგი იყო, თუმცა ბრიგადის წევრების მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოსალოდნელი გართულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ დათანხმდა.

ფარზე გადაყვანის დროს, პაციენტმა გონება დაკარგა, შეწყვიტა სუნთქვა, მაგისტრალურ არტერიაზე გაქრა პულსი. დაუყოვნებლივ დაწყებულ იქნა მონიტორზე დაფიქსირებული პარკუჭოვანი ფიბრილაციის შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. ელექტროშოკისა და უწყვეტად მიმდინარე ზეწოლებთან ერთად, პაციენტს მიეწოდებოდა საჭირო მედიკამენტები და ჟანგბადი. მესამე ელექტროშოკის შემდეგ, აღდგა გულისცემა და სუნთქვა, პაციენტი გონს მოვიდა და სტაბილური მდგომარეობითა და ნათელი ცნობიერებით შეყვანილი იქნა კლინიკაში, სადაც დაუდასტურდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი და ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა.

პაციენტი ამჟამად ბინაზეა გაწერილი და თავს კარგად გრძნობს.

გვეამაყება

პარამედიკოსი დალილა ემელიანოვი

ექთანი ელგა ლაფაჩი

მძღოლი შოთა მეტრველი" - წერს გვერდი "შენი სიცოცსლის გადასარჩენად"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×