
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ უკრაინის მიღებას ნატოში არ აპირებს.
ლავროვმა ირანულ მედიასთან ინტერვიუს დროს უკრაინის კონფლიქტის დაწყების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მათგანი იყო ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და ალიანსში უკრაინის გაწევრიანება.
ლავროვის თქმით, კონფლიქტის დასასრულებლად საჭიროა მისი დაწყების მიზეზების აღმოფხვრა.
„კარგია, რომ ამერიკელებმა უკვე დაიწყეს ამის გაგება. მათ მკაფიოდ განაცხადეს, რომ არავითარი ნატო უკრაინაში ვერ და არ იქნება, რომ ის მიწები, სადაც ასწლეულებით ცხოვრობდნენ რუსები, კვლავ რუსული უნდა გახდეს, რომ რუსული ენა, კულტურა, უკრაინის მართლმადიდებელი კანონიკური ეკლესიის უფლებები უნდა იყოს აღდგენილი“, - დასძინა ლავროვმა.