
„ბიბისის“ წინააღმდეგ სიცრუეზე სარჩელის მომზადებას ჩვენც ვაპირებთ, არ გავუტარებთ სიცრუეს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ჰქონდათ ქვეყნის გაშავების მცდელობა.
„ბიბისი“, რომელიც მსოფლიოში ბრენდი იყო, როგორც სამაუწყებლო ორგანიზაცია, ხედავთ, რა დონეზე დაეცა. საქართველოსთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა და ვინც რესპოდენტი ჰყავდა, მათი ინფორმაცია ყველამ უარყო. ბოდიში მოიხადა და თქვა, შეცდომა დავუშვითო? ჩვენ რა მოსატანი ვართ, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატზე ისეთი იკადრა. ხელმძღვანელობა გადადგა, მაგრამ დონალდ ტრამპი არ ჩერდება და ათმილიარდიან სარჩელზე საუბრობს. სიცრუეზე სარჩელის მომზადებას ჩვენც ვაპირებთ. არ გავუტარებთ სიცრუეს. როგორც ჩვენი ქვეყნის გაშავების მცდელობა ჰქონდათ, ამ უსამშობლოებთან ერთად, ამას არ გავუტარებთ და ყოველთვის ვამხელთ, ვინც არ უნდა იყოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.