
პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას ეხმაურება.
„ასეთი პოლიტიკური სუბიექტი, „ნაციონალური მოძრაობა“, არ შეიძლება იყოს პოლიტიკაში, რადგან იგი წარმოადგენს ანტიეროვნულ და ანტიადამიანურ ძალას“, — განაცხადა სუბარმა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ, რომელიც საკუთარ თავს ადამიანის უფლებადამცველს უწოდებს, ყველაზე კარგად უნდა იცოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარსული.
„საია როდესაც იცავს ასეთ პარტიას, ის ავტომატურად ხდება მისი თანამოაზრე. გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, საია და მთელი ეს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ და „ენჯეოების“ დიდი ნაწილი ქვეყანაში მეხუთე კოლონას წარმოადგენს, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები არიან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.