რეზონანსი
16.12.2025

 საქართველოს ყოველთვის იყო და არის თანმიმდევრული მაშინ, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო ნორმების შესრულებას, უკრაინის მხარდაჭერას, უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. საქართველოს არასდროს დაუხევია უკან ამ პოზიციის დაფიქსირებისგან, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან ჰააგაში, სადაც ევროპის საბჭოს ეგიდით, უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ პლატფორმას საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საკუთარი პრობლემის შეხსენებისთვისაც იყენებს.

„მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო სამართალზე და ნორმებზე, ეს კიდევ ერთხელ არის ჩვენთვის პლატფორმა, სადაც ჩვენი პრობლემის შესახებ უნდა შევახსენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას. უნდა ვისაუბროთ ჩვენი გამოწვევის შესახებ, საქართველოს სამართლებრივი გზებით ეძებს სამართალს, ცდილობს, დაიცვას იმ ადამიანების უფლებები, რომელთა უფლებებიც დარღვეულია ოკუპაციის შედეგად. და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის მომხრეები ვართ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჰააგაში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მიწვევით იმყოფება, სადაც მაღალი რანგის დიპლომატიურ კონფერენციაში მონაწილეობს. საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში საქართველომ უკრაინის მიმართ მორიგი მხარდაჭერა დაადასტურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×