რეზონანსი
17.12.2025

საქართველოს წინააღმდეგ ვიზალიბერალიზაცია შანტაჟის ერთადერთი საშუალებაა არაარჩეული ევრობიუროკრატების მიერ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, არ აქვს მოლოდინი, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი გაუქმდება.

საქართველოს წინააღმდეგ ვიზალიბერალიზაცია შანტაჟის ერთადერთი საშუალებაა არაარჩეული ევრობიუროკრატების მიერ. საქართველოს მიმართ უვიზო მიმოსვლის შეჩერება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან მათ საკუთარ ხელში შანტაჟის მექანიზმიც აღარ დარჩებათ. ამიტომ, თუ ეს მოხდება, ევრობიუროკრატიას ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ შანტაჟის სხვა ბერკეტი აღარ დარჩება. ამიტომ, მსგავსი მოლოდინი არ მაქვს“, - განაცხადა გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×