|

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა იგეგმება. რამდენით გაიზრდება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი, ეს 29 დეკემბერს კომისიის სხდომაზე გახდება ცნობილი.
„ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვა. ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, მხოლოდ შესაძლოა ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, თუმცა დღეს კონკრეტული ციფრის და ზრდის პროცენტის დასახელება გამიჭირდება, ვინაიდან ყოველდღიურ რეჟიმში მარეგულირებელი კომისია მუშაობს. ეს სამუშაოებია კომპანიების აუდიტის დასრულება, ასევე ახალი საინვესტიციო პროექტების გავლენა, ძველი პროექტების ხარჯების დაზუსტება და სწორედ ამაზე დაყრდნობით მოხდება ახალი ტარიფის დადგენა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ მედიაცენტრ „მთავარში“ სტუმრობისას.
სემეკის თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ წყლის ტარიფის ზრდა არ იგეგმება.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|