
"მთავარი შეცდომა არის ის, რომ თურმე ნატოში გაფართოების სურვილი არის რუსეთის მაპროვოცირებელი", - ამის შესახებ პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი საუბრობს.
მისი თქმით, საქართველოც და სხვა ქვეყნებიც ნატოსკენ იმიტომ მიისწრაფვიან, რომ თავდაცვის გარანტიები სურთ.
"მთავარი შეცდომა არის ის, რომ თურმე ნატოში გაფართოების სურვილი არის რუსეთის მაპროვოცირებელი. ნატოსკენ იმიტომ ვისწრაფვით ჩვენც, უკრაინაც და სხვა ქვეყნებიც, რომ თავდაცვის გარანტიები გვსურს. ამიტომაც, ეს ჩვენი სწრაფვა, მათ შორის იმ ქვეყნების, რომელიც არის მეზობელი ქვეყნები, ყოველთვის გაგრძელდება თავდაცვის გარანტიების მისაღებად. ნატო იქნება ეს თუ რა ალიანსი იქნება თუ რა თავდაცვის გარანტია იქნება, ამისკენ მივისწრაფვით", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.