რეზონანსი
17.12.2025

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი უკრაინაში დასავლური ჯარების განთავსების გეგმას შორეულ პერსპექტივას უწოდებს.

როგორც მერცმა გერმანულ ტელეარხთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ამერიკელებმა აიღეს ვალდებულება დაიცვან უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში ნატოს ტერიტორიის მსგავსად, შესანიშნავი ახალი პოზიციაა.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ დემილიტარიზებულ ზონას მეომარ მხარეებს შორის და უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ასევე ვიმოქმედებთ რუსეთის შესაბამისი შემოჭრისა და თავდასხმების წინააღმდეგ. ჯერ აქამდე არ მივსულვართ. ის ფაქტი, რომ ამერიკელებმა აიღეს ასეთი ვალდებულება, რომ დაიცვან უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში ნატოს ტერიტორიის მსგავსად, ვფიქრობ, რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის შესანიშნავი ახალი პოზიციაა“, - განაცხადა მერცმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×