
იმედია, ყველა სახელმწიფო რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველოს უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეუწყდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, კიდევ ერთი გეოპოლიტიკური შეცდომა ევროკავშირს შეიძლება, მძიმედ დაუჯდეს.
„იმედს ვიტოვებთ, რომ ევროკავშირი პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებს და არა, ემოციურს და დეზინფორმაციაზე დაფუძნებულს. დღეს ევროკავშირი ამერიკის ახალი სტრატეგიის შემდეგ იმ მდგომარეობაშია, რომ კიდევ ერთი გეოპოლიტიკური შეცდომა შეიძლება მძიმედ დაუჯდეს. იმედია, ყველა სახელმწიფო რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველოს უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეუწყდეს, რადგან ევროკავშირს ობიექტური გარემოებები არ აქვს, რომ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა რაიმე ფორმით შეუჩეროს. ევროკავშირმა ობიექტური გარემოებებით არარაციონალური გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს. თუმცა, ბევრი არაპრაგმატული გადაწყვეტილება გვინახავს, რომელიც ევროკავშირს ძვირი დაუჯდა. იმედია, იმავეს არ გაიმეორებენ“, - განაცხადა მახაშვილმა.