რეზონანსი
17.12.2025

საქართველოდან ფულადი გადარიცხვები 10.3%-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის ნოემბერში უცხოეთში 36.782 მლნ დოლარის ფულადი გზავნილები განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 33.340 მლნ დოლარის.

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც წელს, ნოემბერში საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა, ლიდერია თურქეთი, რომელზეც ფულადი გზავნილების 19% მოდის. სამეულშია აზერბაიჯანი თითქმის, 17%-ით და რუსეთის ფედერაცია - 12%-ით.

უფრო კონკრეტულად, ეროვნული ბანკის სტატისტიკაზე დაყრდნობით, „ბიზნესპერსნიუსი გთავაზობთ იმ ქვეყნების ათეულს, სადაც ნოემბერში საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა:

თურქეთი - 6.998 მლნ ლარი

აზერბაიჯანი - 6.079 მლნ ლარი

რუსეთის ფედერაცია - 4.410 მლნ ლარი

უკრაინა - 2.250 მლნ ლარი

საბერძნეთი - 2.016 მლნ ლარი

უზბეკეთი - 1.878 მლნ ლარი

იტალია - 1.447 მლნ ლარი

ყაზახეთი - 1.412 მლნ ლარი

გერმანია - 1.037 მლნ ლარი

აშშ - 1.024 მლნ ლარი

აღსანიშნავია ისიც, რომ სებ-ის სტატისტიკით, 2025 წლის ნოემბერში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობაც 11.8%-ით გაიზარდა. კერძოდ, გასულ თვეში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჯამში 298.395 მლნ დოლარის გზავნილები განხორციელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 266.696 მლნ დოლარის.

წყარო: bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×