რეზონანსი
17.12.2025

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით ბელგიის პოზიციას იზიარებს.

„გაყინული აქტივების შესახებ წინადადება თუ იქნება, ჩვენ იგივე პოზიცია გვექნება, რაც ბელგიას. ბელგია ამ დებატებში ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა. გასულ კვირას აქ ვიყავი და ბელგიის პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე. მან ამიხსნა, რაშია პრობლემა. ასე რომ, ვნახოთ, რა პოზიცია იქნება, რადგან სხვა ქვეყნებიც, როგორიცაა იტალია და სხვები, თავიანთ პოზიციას იცვლიან. ამიტომ, მოლაპარაკებები ბოლო მომენტამდე გაგრძელდება და ვნახოთ, რა იქნება საბოლოო წინადადება“, – განაცხადა ბაბიშმა.

ცნობისთვის, დეკემბრის დასაწყისში ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს შეხვდა. ისინი Euroclear-ში გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას მხარს უჭერენ, თუმცა ბელგია ამის წინააღმდეგია. გაყინული რუსული აქტივების უმეტესი ნაწილი კი სწორედ ბელგიაში ინახება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×