რეზონანსი
18.12.2025

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე „ევროსკოპის“ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

„საქართველოს მთავრობას ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს. ეს გზა ევროკავშირის მიმართულებით არ მიდის. ამიტომ, ქართველი ხალხისთვის ჩვენი ძლიერი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, მაგრამ ვიდრე მთავრობა არასწორ ნაბიჯებს დგამს, ჩვენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის პროცესში წინსვლას არ ვაპირებთ“, - განაცხადა კალასმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×