რეზონანსი
18.12.2025

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბრიუსელმა ისე დაგეგმა და ჩაატარა ევროკავში-დასავლეთ ბალკანეთის სამიტი, რომ მასში სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს მონაწილეობა არ მიუღია.

„ბრიუსელის ამპარტავნება პიკს აღწევს. ეს არის ყველაზე ზუსტი აღწერა იმისა, რაც ბრიუსელში ახლა, ამ დღეებში ხდება. მათ მოახერხეს და ისე მოამზადეს გუშინდელი ევროკავშირ-დასავლეთ ბალკანეთის სამიტი, რომ მასში სერბეთის პრეზიდენტს მონაწილეობა არ მიუღია“, - დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში.

უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ბრიუსელის ასეთი ქმედება გასაკვირი არ არის. მისი თქმით, ევროკავშირი სერბეთს კანონის უზენაესობის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებზე მიუთითებს მაშინ, როცა უკრაინის შემთხვევაში ამ პრობლემებს ვერ ხედავს.

„მას (ვუჩიჩს) ოთხი წელი ატყუებდნენ, არცერთი ნაბიჯი არ გადადგეს ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნაცნობი სიტუაციაა: ე.წ. „კანონის უზენაესობის პრობლემა“. რაც შეეხება უკრაინის გაწევრიანებას, რა თქმა უნდა, ბრიუსელის აუდიტორებმა ვერანაირი პრობლემა ვერ გამოავლინეს“, - დასძინა ორბანმა.

ორბანის თქმით, ვუჩიჩი მართალია, როცა ამ ფარსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. „ეს არის ევროკავშირისა და ბრიუსელის ბიუროკრატიის სირცხვილი, რომლებმაც მოიწვიეს სამიტი, რომელზეც მონაწილე ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი არ ჩავიდა“, - დაწერა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×