
ტრაგედია დატრიალდა გუშინ, თბილისში. ნუცუბიძის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. "ამბების" ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი მაია მასურაშვილია.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა დედას მოზარდი შვილი მუსიკაზე მიჰყავდა.
„მაია ტროტუარზე ბავშვთან ერთად მიდიოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა. როგორც ექიმები ამბობენ ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ორი დღე უნდა დააკვირდნენ და მერე გადაწყვეტენ, თუ საოპერაციო იქნება, გაუკეთებენ ოპერაციას თავზე. გააუბედურა ოჯახი. უკარგესი დედა და ადამიანი იყო. როგორც ვიცით, საჭესთან ქალი იჯდა, ეს რა დღე გაგვითენა, საოცარი ადამიანი მოგვიკლა“, - ჰყვებიან გარდაცვლილის ახლობლები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: www.ambebi.ge