რეზონანსი
18.12.2025

ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა, - განცხადებას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა და დამატებით 41 გემს პორტებში შესვლა აუკრძალა.

„აღნიშნული ნაბიჯის მიზანს პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში შემავალი ტანკერების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რომლებიც ნავთობის ფასებზე ლიმიტს გვერდს უვლიან და რუსეთის ენერგოსექტორს მხარს უჭერენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დასანქცირებული რუსული გემების რაოდენობა 600-მდე გაიზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×