რეზონანსი
18.12.2025

ფერმერებმა ბრიუსელში გზები გადაკეტეს ევროკავშირსა და მერკოსურის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაპროტესტებლად. "ევრონიუსის" ინფორმაციით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა ათასობით ფერმერის წინააღმდეგ, რომლებმაც გზები ტრაქტორებით გადაკეტეს და კარტოფილსა და კვერცხებს ისროდნენ, როდესაც ევროპელი ლიდერები სამხრეთ ამერიკასთან სადავო სავაჭრო შეთანხმების განსახილველად შეიკრიბნენ.

ევროკავშირსა და მერკოსურის შეთანხმების მოწინააღმდეგე დემონსტრანტები იმ შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები სავაჭრო შეთანხმების შესწორების ან გადადების საკითხებს განიხილავდნენ, ამის პარალელურად კი ორმაგი მიტინგი ლუქსემბურგის მოედანზე, ევროპარლამენტიდან სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯში გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×