რეზონანსი
18.12.2025

გიორგი გამსახურდია პოლონეთის შს მინისტრის პოსტს გამოეხმაურა, რომ პოლონეთიდან კიდევ 10 ქართველი დაადეპორტეს. 

„ჩემი დიდი პატივისცემა, მინისტრ მარჩინ კერვინსკის. ასევე დიდი პატივისცემა და გვერდში დგომა მინდა გამოვხატო, ყველა პოლონელი სამართალდამცავისადმი“ - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

იგი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე უსვამს ხაზს და წერს, რომ პოლონეთის რესპუბლიკაში მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წვლილიც ძალიან დიდია. 

„ჩვენ ათი წელია ვაშენებთ პოლიციურ თანამშრომლობას, რომელიც უამრავი და ყოველდღიური შრომით არის განმტკიცებული. არსებობს უამრავი მაგალითი და ფაქტი ჩვენი უწყებების თანამშრომლობის და ვფიქრობ კარგი იქნება ამ ყველაფერზე საჯაროდ გვესაუბრა და მიგვეწოდებინა ინფორმაცია, როგორც პოლონურ, ისე ქართულ საზოგადოებაზე. 

ძალიან დიდია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წვლილი, რომელსაც მე წარმოვადგენ პოლონეთში, პოლონეთის რესპუბლიკაში მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში“, - წერს გიორგი გამსახურდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×