
ენმ-ს პატიმრობაში მყოფი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ბრძოლის გაგრძელებას ევროსასამართლოში აანონსებს.
როგორც მან დღევანდელ პროცესზე განაცხადა, “იმას, რომ მართალია, ამ ქვეყანაში თუ ვერა, ევროპულ სასამართლოში აუცილებლად დაამტკიცებს.“
ოთხი თვეა თავს ველაპარაკები, რომ ლაპარაკის გამო ვარ დაჭერილი. აბსოლუტურად მართალი ვარ, ამიტომ ჩემ სიმართლეს ამ ქვეყანაში თუ არა, ევროპულ სასამართლოში დავამტკიცებ. ხაბეიშვილმა ვინმეს, რა ფული და ქრთამი უნდა შესთავაზოს, რა ფული, რის ფული. მადლობა ჩემი შვილების პედაგოგებს, ერთი კარგი ადამიანია, რომელმაც იმ პირობებში როცა ციხეში გამომკეტეს, უარი თქვა ჩემგან თანხის აღებაზე. ჩემ შვილს არ ართმევს ფულს რადგანაც იცის, რომ მამამისი კეთილსინდისიერია. ჩემ შვილებს მინდა ვუთხრა, სადაც არ უნდა ვიყო, ჩემგან დაგხვდებათ ადამიანობა და კაცობა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.