რეზონანსი
18.12.2025

 ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ტრანზიტის ტარიფებზე - "თუ ეს პრობლემები არ მოგვარდება, იმედი მაქვს, რომ ბიზნესები ალტერნატიულ გზებს იპოვიან აზერბაიჯანიდან იმპორტისა და ექსპორტისთვის"

თუ სა­ქარ­თვე­ლოს ტა­რი­ფე­ბის პრობ­ლე­მა არ მოგ­ვარ­დე­ბა, იმე­დი მაქვს, რომ ბიზ­ნე­სე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან იმ­პორ­ტი­სა და ექ­სპორ­ტის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზებს მო­ძებ­ნი­ან. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა გა­ა­კე­თა.

ფა­ში­ნი­ან­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ბენ­ზი­ნის პირ­ვე­ლი პარ­ტია აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან სომ­ხე­თის­კენ სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით რკი­ნიგ­ზით უკვე მი­ემ­გზავ­რე­ბა. ბენ­ზი­ნი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის მიერ იყო შე­ძე­ნი­ლი.

"მეც და­ვი­ნა­ხე, რომ ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი მა­ტა­რე­ბე­ლი უკვე და­იძ­რა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან და სომ­ხე­თის­კენ მი­ემ­გზავ­რე­ბა. მი­ვე­სალ­მე­ბი ამ მოვ­ლე­ნას. ვაჭ­რო­ბა კერ­ძო კომ­პა­ნი­ებს შო­რის ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის დამ­ყა­რე­ბულ­მა მშვი­დო­ბამ შექ­მნა პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რო­ბე­ბი ამ ვაჭ­რო­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ფა­ში­ნი­ან­მა.

მისი თქმით, შე­თან­ხმე­ბე­ბი არ­სე­ბობს პო­ლი­ტი­კურ დო­ნე­ზე, რო­მელ­თა დე­ტა­ლე­ბიც ორი­ვე ქვეყ­ნის ბიზ­ნეს წრე­ებს გა­და­ე­ცე­მათ. თუ შე­სა­ბა­მი­სი ინ­ტე­რე­სი იქ­ნე­ბა, შე­თან­ხმე­ბე­ბი იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი.

აზერ­ბა­ი­ჯან­თან ამ მხრივ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას ფა­ში­ნი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სატ­რან­ზი­ტო ტა­რი­ფებ­თან გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობს. მან იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ეს პრობ­ლე­მე­ბი მოგ­ვარ­დე­ბა.

„თუ ეს პრობ­ლე­მე­ბი არ მოგ­ვარ­დე­ბა, იმე­დი მაქვს, რომ ბიზ­ნე­სე­ბი ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზებს იპო­ვი­ან იმ­პორ­ტის­თვი­სა და ექ­სპორ­ტის­თვის, თუ ეს შე­თან­ხმე­ბე­ბი მო­მა­ვალ­შიც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ფა­ში­ნი­ან­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×