
საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის მარკეტებში 1 კგ. საქონლის ხორცის საშუალო ფასები ყველაზე მაღალი თურქეთშია, ყველაზე დაბალი კი რუსეთში.
უფრო კონკრეტულად, Numbeo-ს განახლებულ სტატისტიკაში 103 ქვეყანას შორის თურქეთი მე-18, რუსეთი კი 78-ე ადგილზეა.
საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში 1 კგ. საქონლის ხორცის საშუალო ფასები ასეთია:
თურქეთი (მე-18 ადგილი) – 18.92 დოლარი;
სომხეთი (53-ე ადგილი) – 12 დოლარი;
აზერბაიჯანი (69-ე ადგილი) – 10.32 დოლარი;
საქართველოს (77-ე ადგილი) – 9.76 დოლარი;
რუსეთი (78-ე ადგილი) - 9.68 დოლარი.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის საქონლის ხორცი ყველაზე ძვირი შვეიცარიაშია და ფასი 46 დოლარს აჭარბებს, ყველაზე იაფი კი პაკისტანშია (4.56 დოლარი).
5 ქვეყანა, სადაც მარკეტებში 1 კგ ხორცის საშუალო ფასი შედარებით მაღალია, ასე გამოიყურება:
შვეიცარია - 46.05 დოლარი;
ნორვეგია - 30.26 დოლარი;
სამხრეთ კორეა - 26.41 დოლარი;
ლუქსემბურგი - 25.97 დოლარი;
ავსტრია - 23.46 დოლარი.
იმ 5 ქვეყნის ჩამონათვალი კი, სადაც საქონლის ხორცი შედარებით იაფია, ასეთია:
პაკისტანი - 4.56 დოლარი;
ნიგერია - 4.59 დოლარი;
კენია - 5.15 დოლარი;
ინდოეთი - 5.54 დოლარი;
ნეპალი - 5.65 დოლარი.