რეზონანსი
21.12.2025

დღეს პრინციპული არჩევანია - ერთ მხარეს დგას 16-წლიანი მმართველობა, მეორე მხარეს ცვლილებები - ეს იქნება ჩვენთვის დემოკრატიის ტესტი - [ცვლილებები საჭიროა] რადგან არცერთ დემოკრატიულ ინსტიტუტში არ შეიძლება 16 წელი ერთი და იგივე გუნდი მართავდეს ყველაფერს და ათასობით უკმაყოფილო ადვოკატი არსებობდეს, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მათი პრიორიტეტია განგრძობადი იურიდიული განათლება, რადგან ყველა ადვოკატს უნდა ჰქონდეს საშუალება, ადვოკატთა ასოციაციისგან მიიღოს ბენეფიტები.

„პირველ ტურში მე და ჩემმა კონკურენტმა თითქმის თანაბარი ხმები დავაგროვეთ, ხოლო მესამე კონკურენტმა იმდენი ხმა დააგროვა, რომ მეორე ტურის ჩასატარებლად იყო საკმარისი. მუხრან ღურწკაიამ მხარდაჭერა გამოგვიცხადა სრული მხარდაჭერა, შესაბამისად, მოლოდინები საკმაოდ მაღალია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე გარანტირებულია, პირიქით - ყველა ადვოკატი უნდა მოვიდეს, საკუთარი პოზიცია დაადასტუროს და ხმა მისცეს სამართლიანობის პროფესიონალიზმს და გამბედაობას.

გამარჯვების შემთხვევაში ვაპირებთ, რომ ადვოკატთა უფლებათა დაცვის კომიტეტის რეორგანიზება მოვახდინოთ, მივიღოთ 24-საათიანი მობილური ჯგუფი და ყველა დარღვევაზე იყოს არსებითი რეაგირება, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.

ჩვენი პრიორიტეტია განგრძობადი იურიდიული განათლება - ყველა ადვოკატს უნდა ჰქონდეს საშუალება, ადვოკატთა ასოციაციისგან მიიღოს ბენეფიტები და სხვა მრავალი რამ, რომელზეც პროგრამაში ვსაუბრობდით.

დღეს პრინციპული არჩევანია - ერთ მხარეს დგას 16-წლიანი მმართველობა, მეორე მცარეს ცვლილებები - შესაბამისად, ადვოკატებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელს მისცენ ხმა. ეს იქნება ჩვენთვის დემოკრატიის ტესტი.

[ცვლილებები საჭიროა] რადგან 16 წელია არ ყოფილა. არცერთ დემოკრატიულ ინსტიტუტში არ შეიხლება 16 წელი ერთი და იგივე გუნდი მართავდეს ყველაფერს და ათასობით უკმაყოფილო ადვოკატი არსებობდეს", - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ირაკლი ყანდაშვილი და ირაკლი ჩომახაშვილი არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×