რეზონანსი
21.12.2025

მადურომ მოპარული ამერიკული აქტივები უნდა დააბრუნოს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი სოციალურ ქსელში წერს.

„პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა: ვენესუელაში შემავალი და გამავალი სანქცირებული ნავთობტანკერების ბლოკადა ძალაში დარჩება, ვიდრე მადუროს კრიმინალური რეჟიმი ყველა მოპარულ ამერიკულ აქტივს არ დააბრუნებს", - წერს ჰეგსეტი X-ზე.

მისი თქმით, თავდაცვის დეპარტამენტი „კრიმინალური ქსელების განადგურების მიზნით საზღვაო ოპერაციებს გააგრძელებს".

შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის სანაპირო დაცვამ თავდაცვის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ვენესუელის სანაპიროსთან კიდევ ერთი ნავთობტანკერი დააკავა. ეს მიმდინარე თვეში ვენესუელის სანაპიროსთან ამერიკელი სამხედროების მიერ ტანკერის დაკავების მეორე შემთხვევაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×